მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ნებისმიერი მანქანა ფუჭდება“ - იანი დვალიშვილზე

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა პიოტრ იანმა და მერაბ დვალიშვილმა რევანშის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

რუსმა მებრძოლმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ფორმაშია ჩხუბის წინ.

„პირველ ბრძოლაში მე მას ერთი ხელით ვეჩხუბე. მას 49 თეიქდაუნის მცდელობა ჰქონდა. აბა, მერაბ, მეტი კითხვა გაქვს? შაბათს ვნახავთ, კარგი? ბიჭებო, თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამ შაბათს თქვენ საუკეთესო ფორმაში მნახავთ“.

„მშთაბეჭდავია თუ არა ჩემთვის, რომ მერაბი ბრძოლის დღესაც ხუთ რაუნდ სპარინგს ატარებს? ეს ჩემზე არ უნდა ახდენდეს შთაბეჭდილებას. თუ ის გრძნობს, რომ ეს მუშაობს... მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მანქანა ფუჭდება“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის რევანში UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით, 7 დეკემბერს, 09:00 საათიდან დაიწყება.

გეტყვით ასევე, რომ ქართველი მებრძოლი პიოტრ იანს მეორედ დაუპირისპირდება. „მანქანისთვის“ ეს მიმდინარე წელს მეოთხე ჩხუბი იქნება - იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვი, ივნისში შონ ომალი, სექტემბერში კი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

რაც შეეხება იანს, მერაბთან მარცხის შემდეგ (2023 წლის მარტი) რუსმა მებრძოლმა ზედიზედ სამი ბრძოლა მოიგო - სონგ იადონგთან, დეივისონ ფიგერედოსთან და მარკუს მაკგისთან (სამივე - მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით). მის ანგარიშზე MMA-ში 19 მოგება და 5 მარცხია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესამე ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს“ - ალჯო სტერლინგის პროგნოზი
„მესამე ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს“ - ალჯო სტერლინგის პროგნოზი