მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ჩემი სახლი ვეგასი არაა, საქართველოა | დვალიშვილის პრესკონფერენცია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ პრესკონფერენცია გამართა.

- პიოტრის თქმით, ხშირად იმიტომ იბრძვი, რომ სახლში გამოდიხარ და ასეთ პირობებში პიოტრს წელიწადში 10 ბრძოლის გამართვა შეუძლია. როგორ ფიქრობ, პიოტრი საკმარისად აფასებს, თუ რამდენად რთულია ბრძოლა ასე მაღალ დონეზე?

- პიოტრი თავს იმართლებს. ჩემი სახლი აქ არ არის, ჩემი სახლი საქართველოა, ვეგასში კი იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემპიონობა მინდა. პიოტრს შეუძლია იგივე გააკეთოს, მაგრამ ის ტაილანდში კომფორტულად ცხოვრობს და იქ გაფრინდება, სადაც ბრძოლა უწევს. მე რამდენიმე ადგილზე მიჩხუბია, ნიუ-ჯერსიში, რუსეთში, კანადასა და აშშ-ს სხვა შტატებში. მებრძოლები ვართ და იქ ვიბრძვით, სადაც ბრძოლა ჩაინიშნება. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ UFC-ის ბევრი ბრძოლა ვეგასში იმართება. თუ ვეგასში გსურს ბრძოლა, შეგიძლია აქ იცხოვრო. ეს შენზეა დამოკიდებული.

მერაბის თქმით, დივიზიონის შეცვლას არ აპირებს და ახლა პიოტრის დამარცხებაზეა ორიენტირებული: 

„დიახ, მინდა, რომ ჩემს დივიზიონზე ვიყო კონცენტრირებული. არ მინდა აქეთ-იქით ხტომა, წონაში ზევით ან ქვევით გადასვლა. მინდა, რომ ეს დივიზიონი „გავწმინდო'' (ყველა კონკურენტი დავამარცხო). თუ UFC მოისურვებს, რომ წონა შევიცვალო, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ახლა, ამ ჯენტლმენზე ვარ ფოკუსირებული. ვიცი, მას ჩემი დამარცხება სურს, მაგრამ ჩემი საქმეა, რომ ეს არ დავუშვა''.

ცნობისთვის, იანისა და დვალიშვილის ჩხუბი UFC 323-ის მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 7 დეკემბერს, თბილისის დროით 09:00 საათიდან დაიწყება.

მიმდინარეობს განახლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები