ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში ალიკანტეში შეიკრიბა. 7 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს - თურქეთს ვესტუმრებით.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. ყვითელი ბარათების დაგროვების გამო ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდს კაპიტანი გამოაკლდა - U21 ნაკრებმა მზადება დაიწყო
გუნდს კაპიტანი გამოაკლდა - U21 ნაკრებმა მზადება დაიწყო