საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

გუნდს კაპიტანი გამოაკლდა - U21 ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 10 ოქტომბერს რიგაში დაუპირისპირდება, ხოლო მალტას 14 ოქტომბერს.

დღეს, 21-წლამდელებმა საწვრთნელი პროცესი განაახლეს და ლატვიის დედაქალაქში, არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდს, ტრავმის გამო ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი - გაბრიელ სიგუა ვეღარ დაეხმარება. მის ნაცვლად ნაკრებში დინამო ბათუმის ნახევარმცველი - გურამ ჯაფარიძეა გამოძახებული.

U21 ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სან-ჟილუაზი, ბელგია).

მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), დავით გოცირიძე (გაგრა), ლუკა პარკაძე (ზალცბურგის აუსტრია, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე (დინამო თბილისი).

რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი 9 სექტემბერს, ქუთაისში ჩრდ. ირლანდიასთან გამართა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები