თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„თავისი მებრძოლი ხასიათი უკვე აჩვენა“ - Sport შენგელიაზე

ცნობილი კატალონიური გამოცემა Sport-ი „ბარსელონას“ ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე წერს.

„შენგელიამ ახალ კლუბში უკვე სამი მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორში „ბლაუგრანა“ დამარცხდა (ჰაპოელთან და ვალენსიასთან), სამაგიეროდ, შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ათენში, „პანათინაიკოსთან“.

ქართველმა უკვე აჩვენა, როგორი ძლიერია მოხსნებში. სამქულიანები მისი ძლიერი მხარე არაა, მაგრამ აქაც ის 40%-იანი სიზუსტით ისვრის, ხოლო ყველაზე დიდ პრობლემას დაკარგვები წარმოადგენს - 4-4 ჰაპოელთან და ვალენსიასთან და 3 პანათინაიკოსთან.

„ვალენსიასთან“ რევანშის აღებას „ბარსა“ უკვე 10 ოქტომბერს შეძლებს, 12 ოქტომბერს კი „ლეიდას“ დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას კატალონიური გუნდი საკუთარ კედლებში გამართავს, შენგელიას კი საშინაო დებიუტი ექნება. „ბარსელონაში“ მის ტრანსფერს ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ, ქართველმა კი პირველივე მატჩებიდან აჩვენა თავისი მებრძოლი ხასიათი, რომელიც მას მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ბარსელონას“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა, მანამდე კი 3 სეზონის განმავლობაში „ვირტუს ბოლონიას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი და მისი საყვარელი ჯილდო | ქართველი ცენტრი ტურის MVP გახდა
შერმადინი და მისი საყვარელი ჯილდო | ქართველი ცენტრი ტურის MVP გახდა