იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„ყველაზე მთავარი ჩემთვის ეს არის“ - იანისმა საიდუმლო გაამხილა

22 ოქტომბერს მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგა აიღებს სტარტს და ისევე როგორც წინა სეზონებში, NBA-ში ჩემპიონობისთვის ამჯერად დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, კიდევ უფრო მეტს მოელიან იანის ანტეტოკოუნმპოსგან და საბერძნეთის ნაკრების ლიდერმა ამის თაობაზე საკმაოდ ვრცელი და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

„ამ ეტაპზე უკვე მივაღწიე ყველაფერს, რისი მიღწევაც კარიერის დასაწყისში მსურდა. თუმცა არა, მეტის გაკეთება მსურს. მინდა NBA-ს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდე და რომელიმე დიდ სანაკრებო ტურნირზე საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ერთად რომელიმე სინჯის მედალი კიდევ მოვიგო.

რამდენიმე ხნის წინ, როდესაც სახლში ვიმყოფებოდი, აივანზე მჯდარი ათენის არაჩვეულებრივი ხედით ვტკბებოდი, ხილს ვჭამდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა.

ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ და ვიამაყებ იმით, რომ გულშემატკივარი კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედ დამიმახსოვრებს. საამისოდ 24 საათი საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო და ეს არასდროს მეზარებოდა. არასოდეს ვთამაშობდი გასართობად და ფულის გამომუშავებისთვის, ჩემი მიზანი რაც შეიძლება მეტი წარმატების მიღწევაა“.

იანის ანტეტოკოუნმპო „მილუოკის“ შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი და ფინალის MVP 2021 წელს გახდა. ახლახანს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე კი საბერძნეთის ნაკრებს ბრინჯაოს პრიზიორობაში დაეხმარა და ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას გამარჯვება ათენში - შენგელიას 17 ქულა
ბარსელონას გამარჯვება ათენში - შენგელიას 17 ქულა