გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

21 ქულა არასრულ 18 წუთში - შერმადინმა მანრესასთან გაიბრწყინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურრში ლაგუნა ტენერიფემ მანრესას უმასპინძლა და მარტივად 104:93 დაამარცხა.

მასპინძელთათვის რთული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც 23:23 დასრულდა. მეორე და მესამე მეოთხედში ტენერიფემ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, ხოლო ბოლო მეოთხედი 28:34 დათმო, თუმცა ამით მათ გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია.

დიდებული მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც პარკეტზე 17 წუთი და 38 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 21 ქულას, 8 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. მსგავსი შედეგი ორივე გუნდის რიგებში სხვა არცერთ კალათბურთელს არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი საოცარ ფორმაშია. ვეტერანმა ქართველმა სუპერკოპაზე რეალთან გაიბრწყინა. ბლანკოსის წინააღმდეგ მან 23 ქულა ჩააგდო. ამას კი 4 მოხსნა და 1 ასისტი დაუმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები