მილანი, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

დანიშვნამდე ერთ ნაბიჯში - ამორიმი მილანს მიუახლოვდა

პორტუგალიელი სპეციალისტი რუბენ ამორიმი, რომელიც ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ამორიმი მილანის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. „როსონერიმ“ პორტუგალიელ სპეციალისტს 2029 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ამორიმი წელიწადში დაახლოებით ოთხ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის მწვრთნელი „მილანის“ შეთავაზებას დათანხმდა და ამ ეტაპზე კლუბის ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.

ცნობისთვის, ამორიმი ბოლო წლებში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. მან განსაკუთრებული აღიარება სპორტინგში მუშაობის პერიოდში მოიპოვა, სადაც მან ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.

ამის შემდეგ კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელა, თუმცა ინგლისურ გრანდში სასურველი შედეგების მიღწევა ვერ შეძლო.

თუ შეთანხმება საბოლოოდ შედგება, ამორიმი „მილანში“ ახალი პროექტის ხელმძღვანელი გახდება და იტალიური გრანდის ევროპულ ელიტაში დაბრუნებას შეეცდება. კლუბში იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე კონკურენტუნარიანობას დაუბრუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები