10 ქულა დაბადების დღეზე - შენგელია ვალენსიასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას დღეს 34 წელი შეუსრულდა. მის დაბადების დღეზე თოკოს „ბარსელონა“ ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში სტუმრად „ვალენსიას“ შეხვდა და 12-ქულიანი სხვაობით, 81:93 დამარცხდა.
პარკეტზე გატარებულ 21 წუთში შენგელიამ 10 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მან ოთხიდან ერთი სამქულიანი, ექვსიდან სამი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. თოკომ ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო, ბურთი ოთხჯერ დაკარგა და ხუთი მოხსნიდან სამი დაცვაში, ხოლო ორი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა.
მომდევნო შეხვედრას „ბარსელონა“ ისევ „ვალენსიასთან“ ამჯერად ევროლიგაში გამართავს, რომელიც 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.