ტიტული მესამედ დაიცვა - დვალიშვილმა სენდჰეგენი გაანადგურა
UFC 320-ზე სუპერ მსუბუქ კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა ტიტული ზედიზედ მესამედ დაიცვა, თანაც ეს ყველაფერი ერთ კალენდარულ წელიწადში.
პირველ რაუნდში ამერიკელი შედარებით აქტიურობდა და მეტნაკლებად თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ.
დანარჩენი 4 რაუნდი კი მერაბის სრული უპირატესობით წარიმართა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ დვალიშვილი კარიერაში 100 „თეიქდაუნს“ გადასცდა და ასევე პირადი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მერაბს ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი 13 „თეიქდაუნი“ ჰქონდა შესრულებული, ხოლო დღეს მან ეს შედეგი გააუმჯობესა.