ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

სიამაყით ვამბობ, შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ | თოფურია დვალიშვილზე

UFC-ში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქ წონაში ტიტული მესამედ დაიცვა, მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა. დვალიშვილი კარიერაში 100 „თეიქდაუნს“ გადასცდა და ასევე პირადი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მერაბს ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი 13 „თეიქდაუნი“ ჰქონდა შესრულებული, ხოლო დღეს მან ეს შედეგი გააუმჯობესა.

ილია თოფურიამ Instagram-ის „სთორიში'' მერაბზე დაწერა:

„იმ ეტაპზე ვართ, როცა შენი გამარჯვებები თითქმის ჩვეულებრივად გვეჩვენება, მაგრამ ყველამ ვიცით, აქამდე მოსვლა რამდენად რთულია. სიამაყით ვამბობ: შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ. შრომისა და თავდადების ნამდვილი მაგალითი.

მებრძოლის მიღმა საოცარი ადამიანი ხარ, რომლის სული გულში ვერ ეტევა.           

გვიყვარხარ, მხარს გიჭერთ და ყოველ ნაბიჯზე შენს გვერდით ვიქნებით’’.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მორიგი სატიტულო ბრძოლის გამართვა მიმდინარე წელს სურს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დენას ჰკითხეს.

„საჩემპიონო ბრძოლა მიმდინარე წელს?  მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ბრძოლა ხშირად სურთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ჩემპიონს ეხება’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? - ცნობილი მებრძოლების გამოხმაურებები
არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? - ცნობილი მებრძოლების გამოხმაურებები