არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? - ცნობილი მებრძოლების გამოხმაურებები
UFC-ში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერ მსუბუქ წონაში ტიტული მესამედ დაიცვა, მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა. დვალიშვილი კარიერაში 100 „თეიქდაუნს“ გადასცდა და ასევე პირადი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მერაბს ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი 13 „თეიქდაუნი“ ჰქონდა შესრულებული, ხოლო დღეს მან ეს შედეგი გააუმჯობესა.
მერაბის გამარჯვებას ცნობილი მებრძოლები გამოეხმაურნენ.
ტერენს მაკკინნი: „არის ვინმე, ვისაც მერაბის დამარცხება შეუძლია? ის ალბათ სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის ჩემპიონია - ვინ იქნება შემდეგი?’’
პიოტრ იანი: „კარგი ძალისხმევა კორისგან, მაგრამ მერაბი უკეთესი იყო. მოუთმენლად ველი მასთან ბრძოლას’’.
კამარუ უსმანი: „მერაბი მანქანაა, ორივე მებრძოლმა შესანიშნავად იბრძოლა’’.
კევინ ვალეხოსი: „მერაბი UFC-ის ყველაზე დომინანტი ჩემპიონია’’.
ჩიტო ვერა: „დიდებული ბრძოლა იყო, მართლა შესანიშნავი’’.
კუინტონ ჯეკსონი: „კარგი ბრძოლა იყო, მერაბი ზედმეტად ძლიერია’’.
ჰენრი სეხუდო: „კორი გაძარცვეს’’.
კორი დერდენი: „დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის ჩემპიონია’’.