მონპელიე, ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

Sofascore - ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენი მონპელიეს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ზურიკო დავითაშვილმა შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველმა თავდამსხმელმა მონპელიეს კარის აღება მე-2 და 22-ე წუთებზე მოახერხა. დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა და ზურიკოს გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

დავითაშვილს კარგი თამაში დაუფასდა და ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. მისი გუნდი 9 ტურის შემდეგ, 20 ქულით მეორე ადგილზეა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს ტროას, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციაზე სწორედ ტროა გახლავთ.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში სენტ-ეტიენი ლე მანსს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 18 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:000-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები