მერაბ დვალიშვილი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

კორმიე: მერაბს ამერიკელ ჩემპიონად არ ვაღიარებ, ის ქართველია

მერაბ დვალიშვილი არ არის ამერიკელი ჩემპიონი, მიუხედავად იმისა, რომ მან აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო - მიიჩნევს UFC-ის ორგზის ყოფილი ჩემპიონი დანიელ კორმიე.

კორმიე მერაბის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 2026 წლის ივლისში თეთრ სახლში გასამართ UFC-ის ღონისძიებას ეხებოდა.

„მე არ ვაღიარებ მას ამერიკელად. როცა მერაბი აქ ამერიკული აქცენტით მოვა, მაშინ ვაღიარებ. თუ ის ქართველს ჰგავს და ქართველივით საუბრობს, მაშინ გამოდის რომ იგი ქართველია“,

– განაცხადა კორმიემ UFC 320-ის მონაწილეთა აწონის შემდეგ.

მანამდე მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის ყველაზე გამორჩეულ საღამოზე, რომელიც მომავალ ზაფხულს თეთრ სახლში გაიმართება, რადგან ის არის ლიგაში ერთადერთი ამერიკელი მამაკაცი ჩემპიონი.

როგორც ჩანს, კორმიემ მერაბის ეს სიტყვები სერიოზულად მიიღო და ამ თემაზე საჯაროდ საუბარიც გადაწყვიტა, რაც ღიმილისმომგვრელია.

შეგახსენებთ, რომ ხვალ გამთენიისას, „მანქანა“ კორი სენდჰეგენთან“ საჩემპიონო ქამარს დაიცავს. ბრძოლა ჩვენი დროით დაახლოებით 07:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები