ალვარო არბელოა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

არბელოა: “ველოდები, რომ მთელი ბერნაბეუ მხარს დაგვიჭერს“

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი მისთვის უხერხულ მეტოქეს, რაიო ვალეკანოს უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

არბელოა:

„ველოდები, რომ მთელი ბერნაბეუ გუნდს მხარს დაუჭერს ისე, როგორც ეს ჩვენს წინა საშინაო მატჩში გააკეთეს. მე მათგან ყოველთვის ვითხოვ მხარდაჭერას, რადგან ასე გაცილებით ძლიერები ვართ. მათ იციან, რომ ჩვენი მიზანი ყველგან გამარჯვებაა. გვინდა, რომ ლა ლიგა აუცილებლად მოვიგოთ.

კარვახალმა თანმიმდევრულობა უნდა შეინარჩუნოს. მისი ტრავმის რეციდივის შანსი არსებობს და ეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. ის აუცილებლად ითამაშებს. ვხედავ, რომ ის ყოველდღიურად უმჯობესდება და კარგი განწყობა აქვს ვარჯიშზე. ცოტა დრო გვჭირდება, რომ დანი საუკეთესო ფორმაში ვიხილოთ.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თამაშში და ყველა დონეზე ვიპოვოთ სასურველი თანმიმდევრულობა. ახლა არც იმედგაცრუების და არც ეიფორიის დროა. ახლა უნდა ვიმუშაოთ. სულ ეს არის.. მე მესმის საფეხბურთო დებატები. მაგრამ ყოველთვის მინდა, რომ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. რაც უფრო მეტ წუთს შეძლებენ გუნდისთვის თამაშს, მით უკეთესი. მაგალითად, ვნახეთ ეს ვილიარეალთან მატჩში: როდესაც დამატებული დროიდან ორი წუთი იყო დარჩენილი, მბაპეს გოლი ძალიან კარგი კომბინაციიდან მოვიდა.

ბოლო 18–19 დღეში ფაქტობრივად ყოველ სამ დღეში ერთი მატჩი გვქონდა და მუშაობისთვის თითქმის არ გვრჩებოდა დრო. ახლა ჩვენი მიზანია ფეხბურთელებთან ერთად დრო გვქონდეს, რომ ვიმუშაოთ, გავაუმჯობესოთ დეტალები და ყოველდღიურად კიდევ უფრო უკეთესები გავხდეთ.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში სტუმრად ბენფიკასთან წააგო, რამაც გულშემატკივრებში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ბლანკოსს მერვდფინალში გასასვლელად კვლავ ბენფიკას დამარცხება მოუწევს.

ცნობისთვის, რეალისა და რაიო ვალეკანოს დაპირისპირება პირველი თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები