ზურიკო ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 45 წუთი ითამაშა - სენტ-ეტიენის მარცხი ბულონთან
საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენმა ბულონს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
დაფიქსირებული ანგარიში მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს. ბულონმა კარისკენ 18-ჯერ დაარტყა და კარში ზუსტად 4-ჯერ.
საპირისპიროდ, სენტ-ეტიენმა კარისკენ მხოლოდ 4-ჯერ და ზუსტი არცერთი არ იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მასპინძლები 26-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩნენ. მსაჯმა მარვენა მცველი ფერეირა გააძევა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ის ტრავმის შემდეგ განაცხადში მოხვდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია.
ქართველი ფეხბურთელი მინდორზე მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამოჩნდა, თუმცა მისმა გამოსვლამ სენტ-ეტიენს ვერ უშველა.
შეგახსენებთ, რომ სენტ-ეტიენი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძვის. ამ წაგების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდს 34 ქულა დარჩა და მე-5 ადგილზე იმყოფება.