ვილიარეალი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჟორჟის სუსტი მატჩი - ვილიარეალმა ოსასუნას ვერ მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალმა მორიგი ქულები დაკარგა. ოსასუნასთან დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა სუსტი მატჩი ჰქონდა. პირველ ტაიმში ქართველმა თავდამსხმელმა დრიბლინგის საშუალებით რამდენჯერმე სცადა გამწვავება, მაგრამ არ გამოუვიდა.

მეორე ნახევარში, ჟორჟმა ერთხელ კარისკენ დაარტყა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა. მარსელინომ ის 75-ე წუთზე შეცვალა.

ანგარიში მე-17 წუთზე პენალტის ნიშნულიდან მორენომ გახსნა, რასაც ზუსტად 4 წუთში მუნიოსმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბუდიმირმა მასპინძლები დააწინაურა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

70-ე წუთზე მორენომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. წინა ორი შეხვედრა ბეტისთან და რეალთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მისი ადგილი გუნდში თითქმის გაუჩინარდა“ - AS-ის სტატია გაგნიძეზე
“მისი ადგილი გუნდში თითქმის გაუჩინარდა“ - AS-ის სტატია გაგნიძეზე