ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

დროის წინააღმდეგ: რატომ არის ეს ფინალი ჯოკოვიჩისთვის გადამწყვეტი

ვინც არ უნდა მოიგოს მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობა, ჯოკოვიჩმა თუ ალკარასმა, ისტორია მაინც დაიწერება..

38 წლის სერბი 2023 წლის სექტემბრიდან 24 გრანდ სლემის ტიტულზე არის გაჩერებული და კიდევ ერთი გამარჯვებით ის მარგარეტ კორტის რეკორდს გადაასწრებს გრანდ სლემის ერთეულთა ტიტულების რაოდენობით.

ჯოკოვიჩის გზაზე მდგარი ახალი თაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი სწორედ 22 წლის ალკარასია.

ესპანელმა 6 დიდი სლემის ტურნირი უკვე მოიგო, ხოლო მელბურნში გამარჯვება მისთვის პირველი ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული იქნება და ამასთან ერთად მას ყველაზე ახალგაზრდა მამაკაც ჩოგბურთელად გახდის, ვისაც ოთხივე გრან სლემი აქვს მოგებული.

კარლოსისგან განსხვავებით, დრო ჯოკოვიჩის მხარეს აღარ არის..

სწორედ ამიტომ ეს ფინალი ნოლესთვის განსაკუთრებულად გადამწყვეტად აღიქმება — და სწორედ ამ მნიშვნელობამ შეიძლება მისცეს მას დამატებითი მოტივაცია ისტორიული ტრიუმფისთვის.

სეზონის პირველი დიდი სლემის დაწყებამდე ლეგენდარული სერბი ამტკიცებდა, რომ ეს ტურნირი მისი ოცნებისთვის — მიაღწიოს მაგიურ რიცხვს 25 — „ყველაფერი ან არაფერი“ არ იყო.

ეს განცხადება თითქოს საკუთარ თავზე ზეწოლის შემსუბუქების მცდელობას ჰგავდა.. როდესაც ჰკითხეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი მისი კარიერის კონტექსტში, ნოვაკმა თქვა:

„დიდი სლემის ფინალში ყოველთვის ბევრი რამ დევს სასწორზე. მაგრამ ეს არ განსხვავდება სხვა დიდი მატჩებისგან, რომლებიც მითამაშია.“

მხოლოდ ჯოკოვიჩმა იცის, ნამდვილად სჯერა თუ არა ამის..

თუმცა ერთი რამ უდავოა: რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მცირდება შანსი, რომ მან მოიპოვოს ის მიუწვდომელი 25-ე დიდი სლემის ტიტული, რომლისკენაც ასე ძლიერ მიისწრაფვის..

„ჩემში შეტანილმა ეჭვმა, ძალა მომცა“

მელბურნ პარკი ყოველთვის იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა, რომ ჯოკოვიჩს სწორედ აქ ჰქონდა მარგარეტ კორტის რეკორდის მოხსნის ყველაზე დიდი შანსი — მისი წარმატებების გათვალისწინებით.

მას უკვე მოგებული აქვს ავსტრალიის ღია პირველობის რეკორდული 10 ტიტული კაცთა შორის და საერთო ჯამში, სწრაფ მყარ საფარზე ჩატარებული 114 მატჩიდან 104 მოიგო.

შთაგონების წყაროდ ასევე რჩება შარშანდელი საოცარი მეოთხედფინალური გამარჯვება ალკარასის წინააღმდეგ.

წელს ჯოკოვიჩს გარკვეულწილად იღბალმაც გაუღიმა — მესამე წრეში დისკვალიფიკაციას გადაურჩა, როცა დაუფიქრებელი დარტყმით ბურთი კინაღამ ბურთის მომწოდებელ გოგონას მოარტა.

მეოთხე წრეში მისი მეტოქე იაკუბ მენშიკი ტრავმის გამო თამაშზე არ გამოცხადდა; ხოლო მეოთხედფინალში ლორენცო მუზეტი იძულებული გახდა თამაში ტრავმის გამო შეეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელს ორი სეტი ჰქონდა მოგებული..

თუმცა არაფერი იყო შემთხვევითი იმაში, თუ როგორ აჯობა ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში მოქმედ ორგზის ჩემპიონს, იანიკ სინერს.

ეს იყო კლასიკური, „ვინტაჟური“ ჯოკოვიჩი — სავსე სიმკაცრით, სიჯიუტითა და ბრძოლის ჟინით მან შეძლო ის, რაც თითქმის ყველას შეუძლებლად მიაჩნდა.

„არასდროს შეწყვეტილა ჩემს მიმართ ეჭვი და არასდროს შემიწყვეტია საკუთარი თავის რწმენა. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ჩემში ეჭვი ეპარება,“ — თქვა ჯოკოვიჩმა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უცებ ძალიან ბევრი ‘ექსპერტი’ გამოჩნდა, ვინც რამდენჯერმე უკვე დამამთავრა ან პენსიაზე გამიშვა.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რადგან მათ მომცეს ძალა და მოტივაცია, დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ.“

24 წლის სინერის დამარცხება — ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ეჭვების ფონზე — სწორედ ის მიზეზია, რის გამოც ეს გამარჯვება ნოვაკის ბრწყინვალე კარიერის უდიდეს ტრიუმფებს შორის უნდა ჩაითვალოს.

თუ ამას ფინალში ალკარასის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება დაემატება — მოთამაშის წინააღმდეგ, რომელსაც მელბურნში ჯერ სინერის მსგავსი სიმაღლეები არ დაუპყრია — ეს უდავოდ „ნოლეს“ ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება დიდ სლემებზე..

ალკარასი ისტორიის შექმნას აპირებს

მას შემდეგ, რაც ალკარასმა 2024 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, საუბარი უკვე აღარ არის იმაზე, შეძლებს, თუ არა ის ოთხივე დიდი სლემის მოგებას. საუბარი მხოლოდ იმაზეა, თუ როდის მოახერხებს ის ამას..

შარშან მისი მცდელობა ყველაზე არაჩვეულებრივი გზით ჯოკოვიჩმა შეაჩერა. სერბმა, რომელიც ბარძაყის კუნთით თამაშობდა, გამოცდილება და თამაშის გრძნობა სრულად გამოიყენა, ალკარასი დააბნია და 4-სეტიან დრამატულ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ალკარასი ზედმეტად დათრგუნული არ ყოფილა, თუმცა მელბურნში მკაფიო მიზნით — გამარჯვებისთვის დაბრუნდა!

კითხვაზე, თუ მოუწევდა არჩევანის გაკეთება კარიერული გრანდ სლემის შესრულებასა და სეზონის დანარჩენ სამ დიდ ტურნირზე გამარჯვებას შორის, ალკარასმა უპასუხა:

„ამ ტურნირს ავირჩევდი. მირჩევნია ეს მოვიგო, ვიდრე დანარჩენი სამი, რათა ყველა დიდი სლემის ტიტული მქონდეს მოგებული და ასე მე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გავხდები, ვინც ეს მოახერხა.“

ეჭვგარეშეა, რომ ალკარასს ეს ტიტული ისევე ძლიერად სურს, როგორც ჯოკოვიჩს.

განსხვავება მხოლოდ ერთია: ესპანელს ეს გამარჯვება ისე სასიცოცხლოდ არ სჭირდება, როგორც სერბს, რადგან კარლოსს კიდევ ბევრი შანსი ექნება მომავალში, რომ თავისი ადგილი ისტორიაში დაიმკვიდროს..

ფიზიკური ძალა..

ორივე მოთამაშემ, შედეგებიდან გამომდინარე, საბოლოოდ ისიამოვნა ნახევარფინალებით, თუმცა ფიზიკურად მძიმე, მარათონული მატჩები გადაიტანეს.

კვირას რომელი მათგანი როგორ შეძლებს აღდგენას, ამას გადამწყვეტი გავლენა ექნება ფინალის შედეგზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯოკოვიჩს გარეგნულად თითქმის არ ეტყობოდა ის ფეხის პრობლემები, რომლებმაც მეოთხედფინალში შეაწუხა, სინერთან მატჩში ის ხშირად ჩანდა ძალაგამოცლილი — თუმცა საბოლოოდ კიდევ იპოვა ენერგიის რეზერვები და ოთხ საათსა და ცხრა წუთში მოახერხა გამარჯვება.

ალკარასს კი სამედიცინო ტაიმაუტის აღება ზვერევთან 5-საათიან და 5-ეტიან ბრძოლაში დასჭირდა. თავად თქვა, რომ კუნთი აწუხებდა..

ნახევარფინალის შემდეგ, არცერთ მათგანს არ უვარჯიშია.. დღე სრულად აღდგენასა და რეაბილიტაციას დაუთმეს.

„კარლოსსაც ძალიან მძიმე მატჩი ჰქონდა, მაგრამ ის ჩემზე 15–16 წლით ახალგაზრდაა. ბიოლოგიურად ვფიქრობ, მისთვის აღდგენა ცოტათი უფრო მარტივი იქნება,“ — დაამატა ჯოკოვიჩმა.

„მე ჩოგბურთს ძირითადად იმიტომ ვთამაშობ, რომ გრან სლემების ფინალებში გავიდე. ახლა აქ ვარ, ასე რომ არაფერზე საწუწუნო არ მაქვს..“

მსგავსი სიახლეები