მეორე დიდი სლემი - რიბაკინამ საბალენკას აჯობა
ავსტრალიის საჩოგბურთო ღია პირველობა ელენა რიბაკინას გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახმა ჩოგბურთელმა ბელარუსი არინა საბალენკა სამ სეტში, 6:4, 4:6, 6:4 დაამარცხა და კარიერაში რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
შეხვედრა 2 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა, რა დროის მანძილზეც საბალენკამ ხუთი ეისი შეასრულა, დაუშვა ორი ორმაგი შეცდომა და რვიდან მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო. რაც შეეხება რიბაკინას, მის ანგარიშზე ექვსი აუღებელი დარტყმა, სამი ორმაგი შეცდომა და ექვსიდან სამი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.
ცნობისათვის, როგორც უკვე მოგახსენეთ, ელენა რიბაკინამ კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტიტული მეორედ მოიგო და პირველად ამის გაკეთება 2022 წელს უიმბლდონზე მოახერხა. ამ გამარჯვებით რიბაკინამ 2,8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.