„ვიღებ როგორც გაკვეთილს“ - სინერი ჯოკოვიჩთან მარცხზე
ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვება აბსოლუტურად არც ერთ მეტოქესთან სენსაციად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ვეტერანი სერბი ჩოგბურთელის მხრიდან ხუთ სეტში იანიკ სინერის ძლევა ყველამ ნამდვილად დიდ მოულოდნელობად აღიქვა. ნოლემ წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე იტალიელის 19-მატჩიანი, ყველა შეჯიბრებაში კი 20-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. მარცხით იმედგაცრუებულმა სინერმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა:
„კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ვიცით, როგორ თამაშობს თითოეული ჩვენგანი. მისი ასეთი ასპარეზობა ვერ გამაკვირვებს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში საუკეთესო მოთამაშე იყო, ბოლოს და ბოლოს 24-ჯერ აქვს დიდი სლემის ტურნირი მოგებული. ასაკის მატებასთან ერთად, ჯოკოვიჩი გაცილებით ნაკლებად იტვირთება, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ დიდი მუზარადის ტურნირები როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის და კარლოსისთვის მნიშვნელოვანია.
ამ შეხვედრას და მარცხს მივიღებ როგორც გაკვეთილს, რომლისგანაც სათანადო დასკვნები უნდა გამოვიტანო. არ მსურს მეხუთე სეტში არსებული რვავე ბრეიკ-პოინტის ცალ-ცალკე განხილვა. ზოგჯერ ვდომინირებდი, ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებდი და მართალია თამაშის რიტმს ვაკონტროლებდი, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია, რომელიც ჩემს სასარგებლოდ არ მეტყველებს“.
ცნობისათვის, 2026 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე კარლოს ალკარასი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევს აჯობა.