ევროპის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი - აზარაშვილის აღიარება
ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი მაია აზარაშვილი „ევროპის კავშირი - სპორტი ყველასათვის“ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. იტალიაში გამართულ ამ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე საარჩევნო სესია ჩატარდა და გამარჯვებულმა კანდიდატმა საკუთარი გუნდის ერთ-ერთ წევრად სწორედ აზარაშვილი დაასახელა, რომელსაც დელეგატებმა ნდობა ერთსულოვნად გამოუცხადეს.
წლების განმავლობაში აზარაშვილი საქართველოში ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ხელმძღვანელობს და მისი აქტიური ორგანიზებით ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სპორტული აქტივობები სისტემატურად ტარდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის გარდა, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც უწყობს ხელს.
ცნობისათვის, მაია აზარაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე (ესტაფეტა, 4X100 მეტრი) მიაღწია, როდესაც ბრინჯაოს პრიზორი გახდა. ამავე წელს კი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით დააჯილდოვა.