ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - მეტელკინა ისტორიული წარმატების შემდეგ

ფიგურულ ციგურაობაში, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, ანასტასია მეტელკინამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გვერდთან საუბრისას მისი და ლუკა ბერულავას გამოსვლა შეაფასა და ისტორიულ მედლებზე ისაუბრა.

რა თქვა მეტელკინამ:

„ჩვენთვის, პირველივე ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ადგილის დაკავება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგია. ვფიქრობ, დღეს ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ეს მხოლოდ დასაწყისია. ენერგიით სავსენი და ახალგაზრდები ვართ.“

„იაპონურ წყვილს დღეს არცერთი შეცდომა არ დაუშვია და ისინი იმსახურებენ ოქროს, ძალიან ღირსეული მეტოქეები არიან.“

შეგახსენებთ, რომ ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა 221.75 ქულა დააგროვა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. ოქრო რიკუ მიურასა და რიუჯი კიჰარას წყვილს ერგო, რომლებიც ბრწყინვალედ გამოვიდნენ და 231.24 ქულა დაიმსახურეს, ხოლო მინერვა ჰასესას და ნიკიტა ვოლოდინის გერმანული დუეტი, რომელთაც მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავეს, საერთო ჯამში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა (219.09). 

აქვე გეტყვით, რომ დღეს ქალთა შორის მოკლე პროგრამით საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა წარადგენს. მოკლე პროგრამით გამოსვლები თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება - ქართველი სპორტსმენი ბოლო, მეხუთე ბლოკში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამისთვის ძალიან დიდი გზა გავიარეთ“ - ლუკა ბერულავა ისტორიულ მედალზე
„ამისთვის ძალიან დიდი გზა გავიარეთ“ - ლუკა ბერულავა ისტორიულ მედალზე