პარალიმპიადაზე საკუთარი დროშის ქვეშ - რუსები და ბელარუსები დააბრუნეს
Aa
Aa

პარალიმპიადაზე საკუთარი დროშის ქვეშ - რუსები და ბელარუსები დააბრუნეს

ექვსი რუსი და ოთხი ბელარუსი სპორტსმენი ზამთრის პარალიმპიადაზე საკუთარი დროშის ქვეშ იასპარეზებენ და თუ თამაშებს მოიგებენ, მათი ქვეყნის ეროვნული ჰიმნები აჟღერდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ამ შემთხვევაში სათანადო ორგანოებში აპელაციის შეტანაც აკრძალულია, რის გამოც ვერდიქტის შეცვლა გამორიცხულია.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს დისკვალიფიკაცია 2022 წელს, უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო მისცა. აკრძალვის შესაძლო მოხსნაზე პარალიმპიურ კომიტეტში არსებულმა ოთხმა დამოუკიდებელმა ორგანომ, რომელიც სპორტის ექვს სახეობაზე იყო პასუხისმგებელი, სექტემბერში იმსჯელა და ყველაფერი ძალაში დატოვა. თუმცა, დეკემბერში რუსეთმა და ბელარუსმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში გაასაჩივრეს, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო.

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მათ შესაბამისი სპორტის სახეობების საერთაშორისო ფედერაციების რეკომენდაციით მიიღეს გადაწყვეტილება აკრძალვის მოხსნის შესახებ. გადაწყდა, რომ რუსები და ბელარუსები პარასამთო თხილამურებში, სათხილამურო რბოლასა და პარასნოუბორდში საკუთარი დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

ცნობისათვის, ზამთრის პარალიმპიადა მილანსა და კორტინაში 6-დან 15 მარტის ჩათვლით გაიმართება. თამაშები გამორჩეული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ისტორიაში პირველად ზამთრის პარალიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელი ეყოლება - თემურ დადიანი თხილამურებით კროსში გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბის წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვასრულებ“ | ზაბარნიმ საფონოვზე ისაუბრა
„კლუბის წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვასრულებ“ | ზაბარნიმ საფონოვზე ისაუბრა