კინწურაშვილის მორიგი ოქრო - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს მოუგო
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ზურაბ კინწურაშვილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ტაეკვონდოისტია. გასულ წლებში მან ჯერ უნივერსიადის ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო შემდეგ გახდა პირველი ქართველი, რომელიც სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო რეიტინგში თავის წონით კატეგორიაში გალიდერდა. ამდენად, არავის გაკვირვებია, როდესაც ზურამ Dutch Open 2026-ის პრესტიჟული შეჯიბრებაც მოიგო.
74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ნიდერლანდებში გამართული ტურნირის ფინალში ფრანგი სულეიმან ალფილიპი დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ესპანელ, გერმანელ და ჩინელ ოპონენტებს აჯობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირს ესპანელ დანიელ ბარერასთან გამარჯვებაა, რადგან ის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
ცნობისათვის, ზურაბ კინწურაშვილის გარდა, ტურნირზე კიდევ ორი ქართველი ტაეკვონდოისტი, ვიტალი გელაძე (58 კგ) და ბექა ქავთარაძე (68 კგ) ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ ორივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.