მედლები ტაეკვონდოში - ორი ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
შვეიცარიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი ტაეკვონდოისტებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა როგორც უფროსი ასაკის შეჯიბრებაში, ასევე ახალგაზრდებს შორის უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და მედლები მოიპოვეს.
დიდებს შორის ბრინჯაოს მედალი ზურაბ კინწურაშვილმა (80 კგ) მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალამდე ყველა მეტოქე მარტივად დაამარცხა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი უკრაინელ კირილო ჰურნოვთან წააგო და საპრიზო მესამე ადგილს დასჯერდა. ჩვენი ქვეყნის დელეგაციას მეორე მედალი კი, იუნიორებში ნიკა გოგობერიძემ მოუტანა, რომელიც ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდრ ჰაკობიანთან დამარცხდა და კინწურაშვილის მსგავსად, ისიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ კინწურაშვილი საქართველოს ტაეკონდოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში გალიდერება შეძლო და მან ამის გაკეთება აპრილში მოახერხა.