ანა ჯაფარიძე
Aa
Aa

ჯაფარიძის ვერცხლის მედალი - ფინალში ჩემპიონთან დამარცხდა

ანა ჯაფარიძე უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართული სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე მაღალ დონეზე ასპარეზობით ანებივრებს და გამონაკლისი არც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული 2026 წლის სასტარტო ტურნირი ყოფილა. 

20 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ლოს-ანჯელესის სარეიტინგო ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალურ ეტაპზე დაიწყო, როდესაც ბრაზილიელ მეტოქეს აჯობა. ამას მოჰყვა ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგესთან გამარჯვება, ფინალში კი ჯაფარიძე მექსიკელ პარატაეკვოინდოისტთან დამარცხდა, რომელიც ტურნირზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა.

ცნობისათვის, 2025 წელი ანა ჯაფარიძისთვის კარიერაში საუკეთესო გამოდგა, რაც წლის მიწურულს სათანადოდ დაუფასდა და საქართველოს სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო პარასპორტსმენ ქალად დაასახელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე მედალი პარათამაშებზე - მუშკუდიანი ბრინჯაოს პრიზიორია
მეორე მედალი პარათამაშებზე - მუშკუდიანი ბრინჯაოს პრიზიორია