ლომაიამ პარასნოუბორდში იასპარეზა - ქართველებმა პარალიმპიადა დაასრულეს
Aa
Aa

ლომაიამ პარასნოუბორდში იასპარეზა - ქართველებმა პარალიმპიადა დაასრულეს

2026 წლის ზამთრის პარალიმპიადა, რომელიც საქართველოსთვის ისტორიული გახლდათ, ქართველმა პარათლეტებმა დაასრულეს. თხილამურებით კროსში თემურ დადიანის გამოსვლის შემდეგ, ზამთრის სპორტის მთავარ მოვლენაზე გუშინ პარასნოუბორდის დისციპლინაში ლუკა ლომაიამ იასპარეზა და დებიუტანტის კვალობაზე ცუდი შედეგი ნამდვილად არ დაუფიქსირებია.

ლუკამ პირველი დაშვებისას მოცემული დისტანცია წუთსა და 10 წამში დაფარა, ხოლო მეორე დაშვებისას შედეგი 2 წამით გააუმჯობესა და ფინიშის ხაზთან მისასვლელად წუთი და 8 წამი დასჭირდა. ლომაია ქართულ პარასპორტში დიდი წარმატებით პირველად 2024 წლის ნოემბერში გამოჩნდა, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაში პარასნოუბორდის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც სპორტის ამ სახეობაში მანამდე არც ერთ ქართველ პარასპორტსმენს არ გაუკეთებია.

ცნობისათვის, ზამთრის 2026 წლის პარალიმპიური თამაშები საქართველოს პარასპორტის ისტორიაში უნიკალური გახლდათ, რადგან ქართველმა პარასპორტსმენებმა იქ პირველად იასპარეზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული მედალი პარასნოუბორდში - ლუკა ლომაიას წარმატება
ისტორიული მედალი პარასნოუბორდში - ლუკა ლომაიას წარმატება