პირველი ქართველი ზამთრის პარალიმპიადაზე - დადიანის ისტორიული გამოსვლა
ზამთრის 2026 წლის პარალიმპიური თამაშები საქართველოსთვის ისტორიული და დასამახსოვრებელია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიური პრინციპი მაქსიმალურად მუშაობს და მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება, რადგან ქართველი პარაათლეტები ზამთრის პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.
გუშინ მილანსა და კორტინაში თემურ დადიანმა იასპარეზა და ძალები ორი დისციპლინაში მოსინჯა. თხილამურებით კროსში ერთკილომეტრიანი დისტანცია 2 წუთსა და 40 წამში დაფარა და 33-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ათიკილომეტრიან მანძილის დაფარვას, საამისოდ 33 წუთი და 5 წამი დასჭირდა, რაც 29-ე მაჩვენებელი გახლდათ.
ცნობისათვის, ზამთრის პარალიმპიადაზე საქართველოს სახელით კიდევ ერთი პარასპორტსმენი გამოვა - ლუკა ლომაია დღეს პარასნოუბორდის დისციპლინაში იასპარეზებს.