ვიცე-ჩემპიონობა ევროპის რეკორდით - ტყვიის მსროლელთა წარმატება
Aa
Aa

ვიცე-ჩემპიონობა ევროპის რეკორდით - ტყვიის მსროლელთა წარმატება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველმა ტყვიის მსროლელებმა წარმატებულად დაასრულეს. კონტინენტის პირველობა პნევმატური იარაღიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის ქალთა ნაკრები ვერცხლის პრიზიორი გახდა.

საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდის ღირსებას მარიამ მარშავას, მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ ფროდიაშვილის ტრიო იცავდა, რომელთაც თითქმის უნაკლოდ ისროლეს და ვიცე-ჩემპიონის ტიტული სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს. ასევე აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი ქალთა ტრიოს შედეგი - მარიამ მარშავამ და მარიამ და სალომე ფროდიაშვილებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 573 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის ახალი რეკორდია. ტურნირზე ქართველი ტყვიის მსროლელები სხვადასხვა დისციპლინებში, ინდივიდუალურ, შერეულ წყვილთა, სოლო და ტრიოს კატეგორიებში ასპარეზობდნენ.

ცნობისათვის, ზემოთ აღნიშნული სპორტსმენების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ცოტნე მაჭავარიანმა, აკაკი მოსულიშვილმა, ლევან ქადაგიძემ, გიორგი მუმლაძემ და შოთა სუმბაძემაც ისროლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს მედალი დიდ პრიზზე - ქართველების წარმატებული გამოსვლა
ოქროს მედალი დიდ პრიზზე - ქართველების წარმატებული გამოსვლა