უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ამ შეხვედრის ერთ არბიტრს მსაჯობას ავუკრძალავდი“ - ჰელვანი ნურმაგომედოვის გამარჯვებაზე

გუშინ, შერეულ ორთაბრძოლებში PFL-ის საჩემპიონო სერიის მთავარი მოვლენა უსმან ნურმაგომედოვსა და პოლ ჰიუზს შორის გამართული რემატჩი იყო, სადაც დაღესტნელმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და საჩემპიონო ტიტული წარმატებით დაიცვა. ჩატარებულ ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი საკმაოდ კრიტიკული მოსაზრება ცნობილმა ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანმა გამოთქვა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ღმერთო... ერთმა არბიტრმა 50:45 დაწერა, მეორემ - 49:46. დიახ, მეც ვთვლი რომ უსმანმა გაიმარჯვა, მაგრამ ეს იყო ძალიან ახლო ბრძოლა. 50:45 და 49:46 ეს უბრალოდ სიგიჟეა. ხუთიდან სამი ისეთი რაუნდი იყო, როგორც ჰიუზს, ასევე ნურმაგომედოვს ეკუთვნოდა გამარჯვება. ერთ რამეს ვიტყვი, იმ არბიტრს, რომელმაც 50:45 დაწერა, მსაჯობა სამუდამოდ უნდა აუკრძალონ“.

შეგახსენებთ, რომ როდესაც ხაბიბ ნურმაგომედოვს ჰკითხეს, არის თუ არა ამჟამად ილია თოფურია მსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლი, მან უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა, რომ საუკეთესო „ელ მატადორი“ კი არა, უსმან ნურმაგომედოვია, რაც გუშინდელი ბრძოლიდან გამომდინარე, უბრალოდ სასაცილოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის გალიაში ჩემნაირ მხეცთან არ მოხვედრილა“ - ბელალი მაჩადოს ემუქრება
„ის გალიაში ჩემნაირ მხეცთან არ მოხვედრილა“ - ბელალი მაჩადოს ემუქრება