ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი, ისრაელ ადესანია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ადესანია: გეიჯი VS ცარუკიანი სამართლიანი იქნება, თუმცა კონორი უფრო გაყიდვადია

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი საშუალო წონაში, ისრაელ ადესანია მიიჩნევს, რომ ჯასტინ გეიჯის შემდეგი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა გახდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს ამერიკელმა ტიტული მსუბუქ წონაში კონორ მაკგრეგორსა და მაქს ჰოლოუეის შორის ბრძოლაში გამარჯვებულის წინააღმდეგ დაიცვას.

„მაკგრეგორისა და გეიჯის ბრძოლა უფრო მეტად გაიყიდება, ვიდრე გეიჯი ცარუკიანის წინააღმდეგ, მაგრამ სამართლიანობისთვის, ჯასტინის შემდეგი მეტოქე სწორედ ცარუკიანი უნდა იყოს. ეს იქნებოდა გიჟური ბრძოლა. თუმცა UFC-ის უყვარს ისტორიების შექმნა და სიუჟეტური ხაზების გაპიარება, კონორთან ან მაქსთან კი ასეთი ისტორია უკვე არსებობს. რევანში მაქსთან - ეს რაღაც წარმოუდგენელი იქნებოდა. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ჯასტინს ბრძოლა რომელიმე მათგანთან წლის ბოლოსკენ მოუწყონ“,

- განაცხადა ადესანიამ დემეტრიუს ჯონსონთან მისი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში საუბრისას.

კონორ მაკგრეგორი კარიერაში მეორედ შეხვდება მაქს ჰოლოუეის (11 ივლისს), ლას-ვეგასში, UFC 329-ზე, სადაც ირლანდიელი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პროფესიონალურ კარიერას ქვესაშუალო წონით კატეგორიაში განაახლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები