მერაბ დვალიშვილი, ჯასტინ გეიჯი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ერთი სული მაქვს მერაბს როდის დაანოკაუტებს“ - გეიჯიმ სენდჰეგენი გაამხნევა

მერაბ დვალიშვილთან გასამართი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრის წინ, ჯასტინ გეიჯიმ თანამემამულე კორი სენდჰეგენი გაამხნევა და იმ მსგავსებებზე ისაუბრა, რაც მისი და კორის განვლილ კარიერას აქვს. თავად გეიჯი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია და წარმოდგენა არ აქვს, თუ ვინ იქნება მისი მომავალი მოწინააღმდეგე. სწორედ ამიტომ მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის თავისუფლად იცლის.

ჯასტინ გეიჯი

ამ ბრძოლის დაწყებას მოუთმენლად ველი, რადგან სენდჰეგენმა აქ ყოფნა დაიმსახურა. ის ძალიან ბევრს მუშაობს და ჩხუბისთვის მუდამ სერიოზულად ემზადება. ჩვენ იდენტური გზა გავიარეთ. წინ დიდი სიამოვნება მელის, რადგან დარწმუნებული ვარ კორი მერაბს დაანოკაუტებს.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას მომავალ მეტოქედ სერიოზულად განიხილება, რადგან ის UFC-ის ხელმძღვანელებს დაემუქრა, რომ თუ მისი მომდევნო ჩხუბი საჩემპიონო არ იქნება, კარიერას დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვფიქრობ, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ - სეხუდოს მოულოდნელი პროგნოზი
„ვფიქრობ, ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ - სეხუდოს მოულოდნელი პროგნოზი