მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

“დიახ, მე მანქანა ვარ“ - დვალიშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ

UFC 320-ზე სუპერ მსუბუქ კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბმა კომენტარი გააკეთა.

დვალიშვილი:

„დიახ, მე მანქანა ვარ! სიმართლეა, რომ თავს უკეთესად ვგრძნობ. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებ. მე ქართველი ვარ და ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ. ტექნიკურად ვვითარდები, ვსწავლობ.. ხალხს ჰგონია, რომ მე მოჭიდავე ვარ. ჩემი სტილი ცოტა უცნაურია და რაღაც უნდა შემეცვალა. როცა ამერიკაში ჩამოვედი და ჩემი გუნდი ვიპოვე, ბოქსის სწავლა დავიწყე და ახლა მთლიან დროს ამ ყველაფერს ვუთმობ.

მე ცოტა გაკვირვებული ვიყავი. ჩემი გეგმა მისი დანოკატუება იყო, მაგრამ ახლა ყველამ პატივი ჩემს სტრაიკინგს უნდა სცეს. ვფიქრობ, პიოტრ იანი კარგად გამოიყურება და ბრძოლისთვის მზად არის. თუ დენა უაითი შემომთავაზებს, მე დეკემბერშიც მსურს ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე უფრო უკეთესად მოვემზადები და ვიღაცას დიდი პრობლემები შეექმნება. მე ძლიერი და ჩემპიონი ვარ, მაგრამ ყველა დამარცხებადია. ერთი საბმიშენი, ერთი ნოკაუტი და ყველა შეიძლება დამარცხდეს.“

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ტიტული ზედიზედ მესამედ დაიცვა, თანაც ეს ყველაფერი ერთ კალენდარულ წელიწადში. ასევე, მერაბმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ერთ კონკრეტულ ბრძოლაში 13 „თეიქდაუნზე“ მეტი შეასრულა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს დუბლი და გამარჯვება | ბომბარდირებში მეორე ადგილზეა
ზურიკოს დუბლი და გამარჯვება | ბომბარდირებში მეორე ადგილზეა