ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„ის გალიაში ჩემნაირ მხეცთან არ მოხვედრილა“ - ბელალი მაჩადოს ემუქრება

უკვე ცნობილია, რომ 22 ნოემბერს, კატარში გასამართი UFC-ის ღონისძიების თანამთავარი მოვლენა ქვესაშუალო წონით დივიზიონში ბელალ მუჰამედსა და იან გარი მაჩადოს შორის გასამართი ბრძოლა იქნება. როდესაც ბელალს ჰკითხეს, რამდენად მისაღები ვარიანტი იყო ეს მისთვის, განაცხადა, რომ ყველაზე მეტად კონორ მაკგრეგორთან თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჩხუბი სურდა, თუმცა ამ შეთავაზებითაც კმაყოფილია და მაჩადოს საკმაოდ დიდი მუქარისშემცველი განცხადებით მიმართა:

„იან გარი, შენ ბევრი ილაპარაკე, ევედრებოდი, ითხოვდი, სოციალური ქსელისთვის სულელურ ვიდეოებს იღებდი და ისინიც დაგთანხმდნენ. შევხვდებით კატარში და ვნახავთ, რამდენად მზად ხარ ამ გამოწვევისთვის და რამდენად აგებ პასუხს იმ ყველაფერზე, რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში საუბრობდი. 

შენ მხოლოდ ერთი მარცხი გაქვს, რითაც ძალიან ამაყობ, რადგან ვერ დაგაფინიშეს. თუმცა, გალიაში ჩემნაირ მხეცთან არასოდეს მოხვედრილხარ. პირობას გაძლევ, ისე გცემ, როგორც არასოდეს არავის დაუზიანებიხარ“.

შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამედმა ბოლო ბრძოლა მაისში გამართა და ჯეკ დელა მადალენასთან წაგებით საჩემპიონო ქამარი დაკარგა. რაც შეეხება იან გარი მაჩადოს, მან აპრილში კარლოს პრატესს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ნაგავი იყავი ოქტაგონში“ - ბელალმა დუ პლესის შეურაცხყოფა მიაყენა
„ნამდვილი ნაგავი იყავი ოქტაგონში“ - ბელალმა დუ პლესის შეურაცხყოფა მიაყენა