მასში სულ ეჭვი ეპარებათ | დენა უაითს დვალიშვილის იდეა მოსწონს
UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა დენა უაითმა მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შესახებ ისაუბრა.
„მერაბი looking for a fight-ზე აღმოვაჩინე. მაშინ მეტ სერამ მითხრა, რომ მერაბი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემპიონი იქნებოდა. ამის დასანახად დრო დამჭირდა, მგონი მასში სულ ეჭვი ეპარებათ. კორის კარგი გამძლეობა აქვს. შესაძლოა, მათი დაპირისპირება საღამოს ყველაზე სანახაობრივი ბრძოლა არ იყო, მაგრამ მერაბი დომინირებდა და მოიგო’’.
გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მორიგი სატიტულო ბრძოლის გამართვა მიმდინარე წელს სურს. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დენას ჰკითხეს.
„საჩემპიონო ბრძოლა მიმდინარე წელს? მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ბრძოლა ხშირად სურთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ჩემპიონს ეხება’’.
ქართველმა მებრძოლმა ტიტული მესამედ დაიცვა, მსაჯთა ერთობლივი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა. დვალიშვილი კარიერაში 100 „თეიქდაუნს“ გადასცდა და ასევე პირადი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მერაბს ერთ კონკრეტულ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი 13 „თეიქდაუნი“ ჰქონდა შესრულებული, ხოლო დღეს მან ეს შედეგი გააუმჯობესა.