ხამზატ ჩიმაევი, ალექს პერეირა, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

პერეირა: „ჩიმაევთან ჩხუბი არ მაინტერესებს“

ალექს პერეირამ მაგომედ ანკალაევს ნახევარი წლის წინ განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აუღო და ქვემძიმე წონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. ბრძოლის დამთავრებისთანავე, „პო ატანს“ გამარჯვება საშუალო წონის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა მიულოცა და დაწყებული საქმის დასრულება შესთავაზა, რაც მისი მხრიდან ერთგვარი გამოწვევა იყო. თუმცა, ჩეჩენთან დაპირისპირება რომ მის გეგმებში არ შედის, ამაზე პერეირას კომენტარიც კარგად მოწმობს, რომლის სამომავლო გეგმებიც ასეთია:

„ხამზატ ჩიმაევი? მასთან არანაირი გადაკვეთის წერტილი არ მექნება. ჩემს გეგმაში მძიმე წონით დივიზიონში გადასვლა და სუპერბრძოლის გამართვა შედის. არ მაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს ტომ ასპინალსა და სირილ განს შორის ჩხუბში, რადგან არა მათთან, არამედ ჯონ ჯონსთან თეთრ სახლში ჩასატარებელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მსურს“.

ცნობისათვის, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა განაცხადა, რომ პერეირას მძიმე წონაში გადასვლაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს, რადგან ის თვლის, რომ ალექსმა ქვემძიმე დივიზიონში კიდევ რამდენიმე ბრძოლა უნდა გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მასში სულ ეჭვი ეპარებათ | დენა უაითს დვალიშვილის იდეა მოსწონს
მასში სულ ეჭვი ეპარებათ | დენა უაითს დვალიშვილის იდეა მოსწონს