გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

ქვილითაიას ერთი საგოლე მომენტი - არისმა პაფოსთან წააგო და ლიდერობა დაკარგა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი ქვილითაიას „არისი“ „პაფოსს“ ესტუმრა. მატჩს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ჩემპიონატის ლიდერი „არისი“ მეტოქეს მხოლოდ 1 ქულით უსწრებდა.

ანგარიში მე-20 წუთზე სტუმართა კაპიტანმა, კონორ გოლდსონმა გახსნა, თუმცა უკვე ორ წუთში „პაფოსმა“ ჟოაო კორეიას ზუსტი დარტყმით უპასუხა. 66-ე წუთზე კორეიამ დუბლი გაიფორმა და „პაფოსს“ 3 ქულა და სატურნირო ცხრილში პირველობა მოუტანა.

რაც შეეხება ქვილითაიას, მან მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მხოლოდ შესვენების შემდეგ ჩაერთო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ფორვარდს მეურვეობას გამოცდილი ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი უწევდა. ქვილითაიას ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა გიორგის „პაფოსის“ მეკარემ დაასწრო და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.


ამგვარად, „პაფოსმა“ 25 ქულით სატურნირო ცხრილის პირველი ადგილი დაიკავა, 2-3 ადგილებზე კი „ომონია“ და „არისი“ არიან, თუმცა „ომონიას“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს ქვილითაიას გუნდი 29 ნოემბერს საკუთარ კედლებში „ენოსის ნეონ პარალიმნის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოუგებელი სერია უნდა დასრულდეს - ტაბატაძის დაბრუნება ხარისხის გარანტიაა
მოუგებელი სერია უნდა დასრულდეს - ტაბატაძის დაბრუნება ხარისხის გარანტიაა