„იზრდება და სწორ გზაზე დგას“ | უდინეზეს მწვრთნელმა გოგლიჩიძეზე ისაუბრა
„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რუნიაიჩმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს „პატარა ზებრების“ სავარჯიშო მეთოდებთან ადაპტაცია ესაჭიროება.
„გოგლიჩიძემ ფიზიკურ კომპონენტებზე უნდა იმუშაოს, მაგრამ ის პროგრესირებს და იზრდება. საბამ ჩვენს სავარჯიშო მეთოდებთან ადაპტაცია უნდა გაიაროს. გოგლიჩიძეს გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, როდესაც გუნდში დაბრუნდა, საუკეთესო კონდიციებში არ ყოფილა, მაგრამ ყველა ვარჯიშზე გუნდთან ერთად იმუშავა. საბა სწორ გზაზე დგას.“
როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთთან შეხვედრაში საბამ ტრავმა მიიღო. პირველი ტაიმის მიწურულს გოგლიჩიძე მინდორზე აღმოჩნდა და შესვენებაზე „ჯვაროსნების“ მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მისი შეცვლა მოუწია.