„ერთი სული მაქვს, კიდევ როდის შევხვდებით“ - მარკის რიდმა გულშემატკივრებს მიმართა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ლეგიონერმა, მარკის რიდმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რას წერს რიდი:
„ეს რა გამოცდილება იყო! მადლობა, საქართველო... იმისთვის, რომ მომეცი შანსი, ასეთი სიამაყითა და სიხარულით წარმომედგინა ქვეყანა. ჩვენ სამუდამოდ ერთ ოჯახად დავრჩებით. ამ პერიოდში გავიცანი უმაგრესი ბიჭები და საოცარი გულშემატკივრები, რომლებისგანაც უზარმაზარი მხარდაჭერა ვიგრძენი. ერთი სული მაქვს, როდის განმეორდება ეს ყველაფერი!“
View this post on Instagram
ცნობისათვის, მარკის რიდმა დანიელებთან მატჩში 28 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა, 7 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მან ხუთიდან ერთი სამქულიანი, თოთხმეტიდან თორმეტი ორქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.