ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ეს უკვე მეგობრებთან ხშირად შეხვედრას დაემსგავსა“ - ენრიკე მონაკოსთან მატჩზე

ხვალ, ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ენრიკემ:

„ისევ მონაკო! ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის ასე ჯობია. ეს იმას ჰგავს, მეგობრებს ძალიან ხშირად რომ ხვდები. ეს არ არის მარტივი. არც შარშან ყოფილა და არც ორი წლის წინ; გასვლაზე იოლი მატჩი არ გვქონია.

„გასულ ტურში, „ლე ავრთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სივრცეები გვრჩებოდა, რამაც პრობლემები შექმნა, ეს უნდა გამოვასწოროთ.“

„ჩვენ და მონაკო ერთმანეთს იდეალურად ვიცნობთ. თუ მე ვიტყვი, რომ მონაკოსთან თამაშით დავიღალეთ, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ისინი რას ფიქრობენ? ჩვენთან თამაში ძალიან რთულია. შეიძლება, ხშირად გვაკრიტიკებენ და ზოგადად, კრიტიკა მარტივია, მაგრამ მეტოქეებისთვის ჩვენთან თამაში კოშმარია.“

„რაც შეეხება შემადგენლობას, ჩემი მოვალეობაა, რომ გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო და ახლა, ეს არის ოპიტამული გამოსავალი. შედეგი რა იქნება, ამას შემდეგ ვნახავთ.“

„ვიცი, როგორი უნდა იყოს ჩვენი მენტალიტეტი და რა ზეწოლა იქნება ჩვენს წინააღმდეგ. მეტოქისგან სიახლეებს ველოდებით და დარწმუნებული ვარ, რთული თამაში იქნება. მაგრამ ჩვენ სამი ქულა გვჭირდება მიზანი სწორედ გამარჯვება იქნება.“

„მოხარული ვარ დემბელეს დაბრუნებით. ვიცით, რას ნიშნავს ის ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც მაიულუ. მათი დაბრუნებით ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, შემდეგ თამაშში დაგვეხმარებიან. თუმცა, თითოეული მოთმაშის ფიზიკური მდგომარეობა ზუსტად უნდა შევაფასოთ.“

„დემბელეს და ბარკოლას შედარება? ფეხბურთელების შედარება არასწორია, რადგან ყოველი წელი განსხვავებულია. ბრედლიმ ამ სეზონში ბევრი სათამაშო წუთი მიიღო და კარგად თამაშობს, შეტევაში ნებისმიერ ადგილას შემიძლია მისი გამოყენება. კმაყოფილი ვარ მისით და კიდევ უფრო უკეთეს რაღაცებს ველით.“

„ამ სეზონში ლიგა 1-ში ბევრი სირთულე შეგვხვდა და უფრო რთული თვე გველის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თვეში წარმატება, რომ ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზეც გავაგრძელოთ და ლიგა 1-ში პოზიციები გავიმყაროთ. დღეის მდგომარეობით, მომწონს ის პოზიციები, სადაც ვიმყოფებით.“

„ფეხბურთელები უკვე მუნდიალზე ფიქრობენ? ამაზე არანაირი განცხადება არ უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და მჯერა, რომ ასე არ მოიქცევიან. ყოველთვის მიხარია, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის წელი დგება, რადგან მათში დიდი ნდობა მაქვს. ყველას უნდა თამაში და თავის გამოჩენა, რათა ნაკრებში ადგილი დაიმსახურონ. თუმცა, ამ ეტაპზე ყურადღება კლუბზე და იმაზე უნდა გავამახვილოთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია - იმ ტიტულების მოგებაზე, რომლისთვისაც ვიბრძვით.“

„გვაქვს თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები? არა, მსგავსი არაფერი ხდება. თქვენ მუდმივად ცდილობთ პრობლემების პოვნას იქ, სადაც ისინი არ არის. ამას მარსელთან თამაშამდეც ამბობდით, მაგრამ ხომ ნახეთ, რაც მოხდა? ჩვენ ზუსტად იმავე ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში ვართ, როგორშიც მაშინ ვიყავით, როდესაც მარსელში 5:0 მოვიგეთ“.

„ჩელსისთან შურისძიების სურვილი? არანაირი რევანშის გრძნობა არ არსებობს, რადგან ეს სრულიად განსხვავებული ტურნირებია. ის ფინალი ექვს თვეზე მეტი ხნის წინ გაიმართა. ახლა მთავარია, ამ შეხვედრისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. რთული მეტოქე გველოდება, თუმცა ჩვენ სათამაშოდ მზად ვართ“.

ცნობისთვის, პსჟ და „მონაკო“ ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალშიც დაუპირისპირდნენ და მაშინ, პარიზულმა გუნდმა ორმატჩიანი დუელი 5:4 მოიგო. ლიგა 1-ში ხვალინდელი დაპირისპირება კი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
OneFootball: “ალისონის ბედი გაირკვა, ეს მამარდაშვილის მომავალზე ახდენს გავლენას“
OneFootball: “ალისონის ბედი გაირკვა, ეს მამარდაშვილის მომავალზე ახდენს გავლენას“