დინამო თბილისი
Aa
Aa

პორტუგალიელი გარემარბით გაძლიერდნენ - დინამომ როდრიგო რამოსი დაიმატა

თბილისის „დინამომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და შეტევის ხაზი პორტუგალიელი გარემარბით, როდრიგო რამოსით გააძლიერა. ინფორმაცია ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

2003 წელს დაბადებულმა რამოსმა ფეხბურთის თამაში „ბენფიკას“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც 2018 წელს „ბელენენსეშის“ აკადემიაში გადავიდა. 2022 წელს როდრიგო რამოსი პრაიას „ეშტორილის“ 23-წლამდელებს შეუერთდა, ორი სეზონის შემდეგ კი იჯარით „ტონდელაში“ გადავიდა.

2025 წლის ზაფხულში როდრიგო რამოსი „არარატ-არმენიას“ ფეხბურთელი გახდა და მიმდინარე სეზონში სომხური კლუბის მაისურით 9 მატჩი ჩაატარა.

Transfermarkt-ის შეფასებით, პორტუგალიელი გარემარბის საბაზრო ღირებულება 400 000 ევროა.

აქვე გეტყვით, რომ დინამო თბილისი ეროვნული ლიგის პირველ მატჩს 11 აპრილს „დინამო არენაზე“ გამართავს, მეტოქე კი ბათუმის „დინამო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემს სახლში დავბრუნდი“ - სანდრო კალანდაძე თბილისის დინამოს ფეხბურთელია
“ჩემს სახლში დავბრუნდი“ - სანდრო კალანდაძე თბილისის დინამოს ფეხბურთელია