ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

15-თვიანი პირობითი სასჯელი | სასამართლომ მაგუაიერი დამნაშავედ ცნო

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაიერის საქმეზე საბერძნეთის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

2020 წლის აგვისტოში მაგუაიერი საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე ერთ-ერთ ბარში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა. ფეხბურთელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი ქრთამი შესთავაზა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მაგუაიერს 21 თვითა და 10 დღით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა ამ ქმედებას მხოლოდ სასჯელის ვადის შემცირება მოჰყვა, ჰარი კი გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდა.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მაგუაიერმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე და აპირებს, განაჩენი საბერძნეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჰარი მაგუაიერის ანგარიშზე 18 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუნაიტედის თანამფლობელი: ბრიტანეთი მიგრანტების მიერ არის კოლონიზებული
იუნაიტედის თანამფლობელი: ბრიტანეთი მიგრანტების მიერ არის კოლონიზებული