ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა | კრაიოვამ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

რუმინეთის სუპერლიგის მე-17 ტურში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „არგესს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და სტუმრად გამართულ შეხვედრაში 2:1 იმარჯვა.

ანგარიში „კრაიოვამ“ გახსნა — 33-ე წუთზე სტეფან ბაიარამმა გაიტანა. მასპინძლებმა 5 წუთში რიკარდო მატოშის გოლით გაათანაბრეს, თუმცა 43-ე წუთზე „კრაიოვამ“ კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და საბოლოოდ ტაიმიც და თამაშიც მოიგო.

მექვაბიშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა. 55-ე წუთზე ანზორმა ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიიღო, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. მანამდე, 28-ე წუთზე, მექვაბიშვილი საგოლე გადაცემასთან იყო ახლოს — მისი ჩაწოდების შემდეგ „არგესის“ მეკარემ შეცდომა დაუშვა, მაგრამ სტუმართა დარტყმა არაზუსტი გამოვიდა.

რაც შეეხება მექვაბიშვილის სტატისტიკას, მან 56-დან 48 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ბურთს 71-ჯერ შეეხო, 5-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი ოთხჯერ დაიბრუნა და 1 სახიფათო მომენტი შექმნა. Sofascore-მა მისი თამაში 7.2 ქულით შეაფასა.

„კრაიოვას“ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს. მექვაბიშვილი და მისი გუნდი ლიდერ „რაპიდ ბუქარესტს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანმა ჰუკერზე გაიწია, ალექსანდრე, მაჩადო გარი და ილია | UFC-ის ცერემონიული აწონვები
ცარუკიანმა ჰუკერზე გაიწია, ალექსანდრე, მაჩადო გარი და ილია | UFC-ის ცერემონიული აწონვები