მიქაუტაძე ტოტენჰემს დაუკავშირეს | რა დაიწერა ესპანურ პრესაში
„ვილიარეალის“ ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე კვლავინდებურად „ტოტენહემის“ რადარზეა. ამ ინფორმაციას ესპანური სააგენტო Fichajes-ი ავრცელებს და წერს, რომ „დეზები“ მზად არიან, ქართველი თავდამსხმელის სანაცვლოდ დაახლოებით 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.
„ტოტენჰემი“ დარწმუნებულია, რომ 25 წლის ფეხბურთელს პროგრესის მიღწევა კიდევ შეუძლია და საუკეთესო წლები წინ აქვს. „დეზებს“ სჯერათ, რომ მისი ტრანსფერი შეტევას გააძლიერებს და ტომას ფრანკს მეტი ვარიანტი ექნება, რათა რთულ კალენდარს კარგად გაუმკლავდეს. ლონდონელები შეთავაზებას ამზადებენ და არის შანსი, ესპანელებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიაკითხონ.
„ვილიარეალს“ მიქაუტაძის გაშვების პერსპექტივა არ ხიბლავს და მას საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს და თუ გიორგიმ მაღალ დონეზე თამაში განაგრძო, მისი ფასიც გაიზრდება.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით, ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ 12 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. მის გუნდს 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს.