ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

ალექსანდრე თოფურიამ წონა ჩააბარა

22 ნოემბერს, ალექსანდრე თოფურია UFC-ში თავის მეორე ბრძოლას გამართავს. ქართველმა „ელ კონკისტადორმა“, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის, წონა წარმატებით ჩააბარა. 

აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს, ალექსანდრემ დივიზიონისთვის დაშვებული წონა 61 კგ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ უფროსი თოფურია ყაზახ ბეკზატ ალმახანს კატარში დაუპირისპირდება. „ელ კონკისტადორისთვის“ ეს ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში მეორე ბრძოლა იქნება - სადებიუტო ჩხუბში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.

რაც შეეხება ალექსანდრეს მეტოქეს, ალმახანი 28 წლისაა და MMA-ში 12 მოგება და 2 წაგება აქვს (UFC-ში 1-1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ UFC-სთან
„ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ“ - ალექსანდრე თოფურიას ინტერვიუ UFC-სთან