ესპანეთზე და იტალიაზე წინ - კალათბურთელთა ნაკრების რეიტინგი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში ესპანეთისა და იტალიის ეროვნულ გუნდებს გაუსწრო. FIBA POWER Rankings, ანუ ეგრეთწოდებული ძალთა თანაფარდობის რეიტინგი რეგულარულად დგება და ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა გუნდმა მეათე პოზიცია დაიკავა, ხოლო ლიდერი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია.
სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით მის განკარგულებაში მხოლოდ სუპერლიგაში მოასპარეზე კალათბურთელები არიან. სრული შემადგენლობით კი საწვრთნელი პროცესი რამდენიმე დღეში საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები 27 ნოემბერს „თბილისი არენას“ დარბაზში უკრაინის ეროვნულ გუნდს მიიღებენ, ხოლო სამი დღის შემდგომ, 30 ნოემბერს, „ლაგუნა ტენერიფეს“ საშინაო დარბაზში ესპანელებს დაუპირისპირდებიან. ეს მატჩები გიორგი შერმადინის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება.