„თბილი ფრაზები" გაცვალეს - დოჰაში თოფურია პიმბლეტს შეხვდა
ამ შაბათ-კვირას UFC Fight Night 265-ზე რამდენიმე საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ, რომელიც კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.
სუპერმსუბუქ წონაში ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ყაზახი ბეკზატ ალმახანი იქნება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბრძოლა ეს არის, თუმცა ქარდის მთავარი მოვლენა მსუბუქ წონაში არმან ცარუკიანისა და ახალ ზელანდიელი დენ ჰუკერის ბრძოლა იქნება.
ამ ქარდთან დაკავშირებით კატარში იმყოფება ილია თოფურიაც, რომელიც თავისი ძმის კუთხეში იქნება.
დღეს დოჰაში ჩასული თოფურია შემთხვევით პედი პიმბლეტს გადაეყარა, რა დროსაც მებრძოლებმა რამდენიმე „თბილი“ ფრაზა გაცვალეს, რაც ალბათ ადვილად პროგნოზირებადი იყო.
შეგახსენებთ, რომ ილიას მომდევნო მეტოქეებს შორის ერთ-ერთი სწორედ პედი პიმბლეტია. ვნახოთ როგორ ვითარება იქნება UFC Fight Night 265-ის შემდეგ.