რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: ვფიქრობ, შევიცვალე, როგორც მწვრთნელი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც მან კლუბში მუშაობის პერიოდში განიცადა.

პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ის როგორც მწვრთნელი, შეიცვალა.

„რაღაცებს ოდნავ სხვანაირად ვხედავ. მქონდა გარკვეული იდეა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გვეთამაშა, როგორ უნდა აგვეშენებინა თამაში სხვადასხვა სიტუაციაში და მე ეს შევცვალე. თქვენ ამას პრემიერ ლიგაში ხედავთ, ჩვენ მართლაც ძალიან ფოკუსირებულები ვართ მონაცემებზე. ამიტომ, საჭიროა მუშაობის მეთოდების შეცვლა. ამას ყურადღება უნდა მიაქციო.  გავაცნობიერე, რომ ჩემი სამუშაო მხოლოდ მოედანი არ არის, არამედ ყველაფერი, რაც მოედნის მიღმაა და ყველას წინ უნდა ვუბიძგო. შარშან ხშირად ძალიან ემოციური ვიყავი, რადგან შედეგებს მძიმედ განვიცდიდი. ყოველთვის ვამბობ, რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ სწორედ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ატარებს იმაზე, რომ ყველაფერს მივაქციო ყურადღება და უკეთ ვაკონტროლო ემოციები“, – განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ რუბენი „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა.

გეტყვით ასევე, რომ ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 18 ქული მე-7 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუნდიალის პლეიოფის წილისყრა - იტალიამ და სხვებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს
მუნდიალის პლეიოფის წილისყრა - იტალიამ და სხვებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს