მამარდა სასტარტოს მიღმა ? სლოტმა ალისონის დაბრუნება დააანონსა
„ლივერპულის'' მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებით, ალისონ ბეკერი „ნოტინგემთან'' მატჩისთვის მზად უნდა იყოს, თუ პარასკევის ვარჯიში წარმატებით ჩატარდება. ალისონი, რომელმაც ტრავმის გამო პრემიერ ლიგის 5 და ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩი გამოტოვა, სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება, რაც გიორგი მამარდაშვილის სათადარიგოთა სკამზე დაბრუნებას ნიშნავს.
არნე სლოტი: „ალისონი მზად უნდა იყოს შაბათ დღეს სათამაშოდ, ის ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. ასე რომ, თუ დღეს ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის დაბრუნდება''.
ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის ზედიზედ ხუთ მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, „ლივერპული'' კრიზისშია და აღნიშნული 5 შეხვედრიდან 4 დათმო, მხოლოდ „ასტონ ვილას'' მოუგო და ქართველმა კიპერმა ამ მატჩში კარი მშრალად შეინახა. მამარდამ გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც არ გაუშვა, როცა „ლივერპულმა'' „ენფილდზე'' მადრიდის „რეალი'' ალექსის მაკალისტერის ერთადერთი გოლით დაამარცხა.
პრემიერ ლიგის მე-12 ტურში „ლივერპული'' „ნოტინგემს'' მიიღებს. მატჩი ხვალ, 22 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება.