უცნაური ამბავი: მილანი ჩემპიონობას უმიზნებს და 41 წლის ტიაგო სილვას დაბრუნებას გეგმავს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „მილანი'' დაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობს, ნომერ პირველი სამიზნე „ფლუმინენსეს'' 41 წლის ცენტრალური მცველი ტიაგო სილვაა. ბრაზილიელმა კარიერის საუკეთესო ეტაპი „მილანში'' გაატარა (2009-12), სერია A და იტალიის სუპერთასი მოიგო (2011). წყაროს ცნობით, მისი გამოცდილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად ითვლება, რადგან "მილანი" სერია A-ში საჩემპიონო რბოლისთვის ემზადება.
ტიაგო სილვა „ფლუმინენსეს'' კაპიტანია, რეგულარულად სასტარტოშია, ბრაზილიის სერია A-ს 23 მატჩში 1 გოლი შეაგდო. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც ითამაშა. ნახევარფინალამდე გავიდა, სადაც „ჩელსისთან'' დამარცხდა.
მილანური კლუბის სიაში მეორე ადგილზე "უდინეზეს" ცენტრალური მცველი ტომას კრისტენსენია, რომელიც შესაძლოა 20 მილიონ ევროდ შეიძინონ.
სერია A-ში 11 ტურის შემდეგ „ინტერი'' 24 ქულით პირველზეა, მეორეადგილოსან „რომასაც'' 24 ქულა აქვს, მათ „მილანი'' და „ნაპოლი'' 2 ქულით ჩამორჩებიან. მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი გუნდმა ამ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი დათმო, პირველ ტურში შინ „კრემონეზესთან'' 1:2 დამარცხდა.